Wednesday, September 10, 2014

მეცხრე დღე



              კიდევ ერთხელ გადავხედეთ ტრეინინგზე შესწავლილ მასალასგადავამოწმ  ყვლა მომზადებული დოკუმენტი იყო თუ არა შესაბამისსაქაღალდეში განთავსებული.  ყველა მონაწილემ წარადგინა  მომზადებულიპროექტის პრეზენტაცია დაუსით ერთმანეთს შეკითხვებიწარვადგინეთ  საკუთარი პროექტის პრეზენტაცია. მეცხრე დღე საინტერესო და საფუძვლიანი იყო. ძალიან მომეწონა ყველა მონაწილის გამოსვლა და მათი არჩეული თემების წარდგენა რაც ძალიან საინტერესო იყო.
მაია  ბარბაქაძე--  პროექტი  თემაზე ,, ელექტროენერგიის  მიღება--ელექტროსადგურები''  პროექტი  იყო  საინტერესო,  შინაარსობრივად  დახვეწილი,  საინტერესოდ  განსახორციელებელი.
მაია  ღარიშვილი - პროექტი ,,სამკურნალო მცენარეების გაცნობა გერმანელი ტურისტებისთვის და ქართველი საზოგადოებისთვის".  მისი დამიშნულებაა გავეცნოთ უცნობი მცენარეების სამკურნალო თვისებებს და გავაცნოთ გერმანელ ( სხვა ქვეყნის) ტურისტებს. 
ლოლა გელაშილი - ,,საქართველოს კუთხეები".  მიზანია კუთხეების გაცნობა, რომელიც ალბათ ძალიან საინტერესო იქნება მოსწავლეებისათვის კუთხეებზე ინფორმაციის მოძიება, ლაშქრობები.   ეს  პროექტი  მოსწავლეებისთვის  იქნება საინტერესოდ  და   სახალისოდ განსახორციებელი.
ეკა ფანჯაკიძე - ,,გრიგოლ ხანძთელი და უბისის მონასტერი".  მიზანია ბავშვებმა უფრო მეტი იცოდნენ გრიგოლ ხანძთელის მოღვაწეობის შესახებ უბისის მონასტერნთან დაკავშირებით. ისინი შეხვდებიან ისტორიკოსებს. ძალიან საინტერესო იქნება მათთვის დღევანდელი ცნობილი ისტორიკოსების მოსაზრებების მოსმენა ამ საკითხზე მოსწავლეებისთვის.
ხათუნა ცხელიშვილი - ,,კომფლიქტები და მათი მოგვარების მშვიდობიანი გზა"  კომფლიქტების შესახებ ინფორმაციის მოძიება ალბათ არც ისე საინტერესოა, მაგრამ რადგან უნდა მოიძიენ ინფორმაციები და რომელიმე კომფლიქტის ინსცენირებაც უნდა გაითამაშონ სახალისო და დასაფიქრებელი იქნება მოსწავლეებისათვის და ალბათ ყოველთვის აარიდებენ თავს თვითონ კომფლიქტს.
დოდო ლილუაშილი - ,,ფართობი და საზომი ერთეულები" - მიზანია საზომი ერთეულების შესახებ მეტი ინფრომაციის მიღება. მნიშვნელოვანია ყველა ადამიანმა იცოდეს თუ როგორ უნდა გაზომონ და გამოთვალონ სხეულის ფართობები. მნიშვნელოვანი პროექტია მოსწავლეებისათის.
სოფიკო წიქარიშვილი - ,,მცენარეთა გამრავლება".  მიზანია ბავშვებმა იცოდნენ როგორ მრავლდება მცენარეები. მნიშვნელოვანია სოფელში მცხოვრებმა ბავშვებმა მეტად იცოდნენ მცენარის გამრავლების ხერხს და აუცილებლობა კი მათ იციან.
ირმა მუმლაძე - ,,ხევისბერი თუ კანონი".  ძველი დროის ხევის კანონებსა და დღევანდელი 
კანონების ერთმანეთან შედარებით ბავშვებს პროექტის დასასრულს ექნებათ კანონზე და მის 
დაცვაზე მეტი ინფორმაცია.
ნატო  ბლიაძე--   ,,ადამიანის  უფლებები''  პროექტი საინტერესოდ  იყო  გაწერილი,  თანამედროვეობასთან   თანხვედრილი   ეხმაურება  აქტუალურ  პრობლემას
ნანა  გაბუნია--,,სივრცითი  სხეულების  მოცულობა''  პოექტი  საინტერესო  და   აქტუალურია 
თეა  ბლიაძე--  ,,დასავლეთ  საქართველოს  ისტორიული   ძეგლები პროექტი  საინტერესო  და  აქტუალურია.
  დიდი მადლობა  ქალბატონო  მანანა  ასეთი  კარგი,  საინტერესო, ტრენინგისთვის.  თქვენი  დახმარებით  ვისწავლე  პროექტზე  მუშაობა,  რაც  დამეხმარება   კრედიტების  დაგროვებაში.

Tuesday, September 9, 2014

მერვე დღე

    დღევანდელე  დღე  დავიწყეთ  პროცედურების  ჩასწორებით    დღეს შექმენით ახალი გვერდები და დავდეთ გამოქვეყნებული კითხვარი. პორტფოლიოს ჩეკლისტით გადავამოწმეთ ჩვენი პორტფოლიო,  ავტვირთეთ და გამოვაქვეყნეთ ჩვენს ბლოგზე. ვისწავლეთ როგორ ჩავასწოროთ პორტფოლიო.   ასევე  ვისწავლეთ  კითხვერის  დაწერა  ინტერნეტში
გამოვაქვეყნეთ ბლოგზე ჩვენი პორტფოლიო. პროცედურები შესაბამისობაში მოვიყვანეთ სტანდარტთან, მიზნებთან და მიმართულების მიმცემ კითხვებთან და შეფასებებთან 
 ფასილიტაციისათვის შევქმენით კითხვარები გუგლფორმების გამოყენებით და დავდეთ ბლოგზე.

Monday, September 8, 2014

მეშვიდე დღე

  მეექვსე  მოდულში  გავეცანით  მოსწავლეთა  დიფერენცირებას.  განვიხილეთ  გარდნერის  მრავალმხრივი  ინტელექტი  თეორია,   მოსწავლეებისთვის   შევქმენით  პრეზენტაციის  შაბლონი.    თვითშეფასების   ფორმა  სხვადასხვა  სწავლების  ტიპის  მოსწავლეებისთვის.     ბლოგზე    დავამატეთ ფეიჯი  პროექტის  პორტფოლიო . აცტვირთეთ  დრაივში  მოცემული  მასალები გავეცანით  ერთმანეთის  პროექტის  პროცედურებს.

Wednesday, September 3, 2014

      

TUESDAY, SEPTEMBER 2, 2014

              მეხუთე  დღე :  გავაზიარეთ  დრაივში  პორტფოლიოს  პრეზენტაცია,  ერთმენეთის  პრეზენტაციებს  გავუკეთეთ  კომენტარები.  გავეცანით   საავტორო  უფლებების  შესახებ  პრეზენტაციას  .ინტერნეტში  მოვიძიეთ  მასალები  მოსწავლის    ნიმუშისთვის.   შვქმენით    ჩვენი  ნამუშევრების  გამოყენებული ლიტერატურის  დოკუმენტი.  ჩავდექით  მოსწავლის  როლში  და გავაკეთეთ  პრეზენტაცია.

მოსწავლის ნიმუში

Monday, September 1, 2014

მეოთხე  დღე:   დღეს   განვიხილეთ  მესამე  მოდული  მესამე  აქტივობიდან  გავეცანით  პროექტის  შეფასებას,  შეფასების  ხუთ  მიზანს ,  შევქმენით  პრეზენტაცია  ჩვენი  პროექტის  მიხედვით.

Wednesday, August 27, 2014

მესამე  დღე:  შევისწავლეთ   მეორე  მოდული    სტანდარტებისა  და  მიზნების  რუბრიკა,  განახლებული  ბლუმის  ტაქსონომია,  21-ე  საუკუნის  უნარ-ჩვევები,   ჩემი  პროექტისთვის  დავწერე   ზოგადი,თემატური  და შინაარსობრივი  კითხვები  გავეცანი  რჩევებს  მიმართულების  საკვანძო  კითხვებს,  მნიშვნელოვანი  იდეის  გამომხატველ  სიტყვებს.

Tuesday, August 26, 2014

მეორე  დღე:    მოვისმინეთ  საპროექტო  იდეები,  შევავსეთ  პროექტის  გეგმის  შაბლონი,  შევუსაბამეთ  ეროვნული  სასწავლო  გეგმა,  21-ე  საუკუნის  უნარ-  ჩვევები.  ინტერნეტიდან გადმოვწერეთ  სურათები,  რომლითაც  გავაფორმეთ  ბუკლეტი.  ჩვენი  ნამუშევარი  საქაღალდე  შევინახეთ  ჩვენს  დრაივში.

Monday, August 25, 2014

     პირველი   დღე:     გავიგე  როგორ  უნდა  დავწეროთ  პროექტი.   როგორი  შინაარსის  უნდა  იყოს  იგი  რა  რესურსები  უნდა  გამოვიყენოთ  ,  გავეცანით  როგორია  შეფასების  რუბრიკა.  შევქმენით  პორთფოლიო  ,  პორტფოლილოს  ჩეკლისტი,  პროექტის  გეგმის  შაბლონი.