Wednesday, September 10, 2014
მეცხრე დღე
კიდევ ერთხელ გადავხედეთ ტრეინინგზე შესწავლილ მასალასგადავამოწმეთ ყველა მომზადებული დოკუმენტი იყო თუ არა შესაბამისსაქაღალდეში განთავსებული. ყველა მონაწილემ წარადგინა მომზადებულიპროექტის პრეზენტაცია დაუსით ერთმანეთს შეკითხვები. წარვადგინეთ საკუთარი პროექტის პრეზენტაცია. მეცხრე დღე საინტერესო და საფუძვლიანი იყო. ძალიან მომეწონა ყველა მონაწილის გამოსვლა და მათი არჩეული თემების წარდგენა რაც ძალიან საინტერესო იყო.
მაია ბარბაქაძე-- პროექტი თემაზე ,, ელექტროენერგიის მიღება--ელექტროსადგურები'' პროექტი იყო საინტერესო, შინაარსობრივად დახვეწილი, საინტერესოდ განსახორციელებელი.
მაია ღარიშვილი - პროექტი ,,სამკურნალო მცენარეების გაცნობა გერმანელი ტურისტებისთვის და ქართველი საზოგადოებისთვის". მისი დამიშნულებაა გავეცნოთ უცნობი მცენარეების სამკურნალო თვისებებს და გავაცნოთ გერმანელ ( სხვა ქვეყნის) ტურისტებს.
ლოლა გელაშილი - ,,საქართველოს კუთხეები". მიზანია კუთხეების გაცნობა, რომელიც ალბათ ძალიან საინტერესო იქნება მოსწავლეებისათვის კუთხეებზე ინფორმაციის მოძიება, ლაშქრობები. ეს პროექტი მოსწავლეებისთვის იქნება საინტერესოდ და სახალისოდ განსახორციებელი.
ეკა ფანჯაკიძე - ,,გრიგოლ ხანძთელი და უბისის მონასტერი". მიზანია ბავშვებმა უფრო მეტი იცოდნენ გრიგოლ ხანძთელის მოღვაწეობის შესახებ უბისის მონასტერნთან დაკავშირებით. ისინი შეხვდებიან ისტორიკოსებს. ძალიან საინტერესო იქნება მათთვის დღევანდელი ცნობილი ისტორიკოსების მოსაზრებების მოსმენა ამ საკითხზე მოსწავლეებისთვის.
ხათუნა ცხელიშვილი - ,,კომფლიქტები და მათი მოგვარების მშვიდობიანი გზა" კომფლიქტების შესახებ ინფორმაციის მოძიება ალბათ არც ისე საინტერესოა, მაგრამ რადგან უნდა მოიძიენ ინფორმაციები და რომელიმე კომფლიქტის ინსცენირებაც უნდა გაითამაშონ სახალისო და დასაფიქრებელი იქნება მოსწავლეებისათვის და ალბათ ყოველთვის აარიდებენ თავს თვითონ კომფლიქტს.
დოდო ლილუაშილი - ,,ფართობი და საზომი ერთეულები" - მიზანია საზომი ერთეულების შესახებ მეტი ინფრომაციის მიღება. მნიშვნელოვანია ყველა ადამიანმა იცოდეს თუ როგორ უნდა გაზომონ და გამოთვალონ სხეულის ფართობები. მნიშვნელოვანი პროექტია მოსწავლეებისათის.
სოფიკო წიქარიშვილი - ,,მცენარეთა გამრავლება". მიზანია ბავშვებმა იცოდნენ როგორ მრავლდება მცენარეები. მნიშვნელოვანია სოფელში მცხოვრებმა ბავშვებმა მეტად იცოდნენ მცენარის გამრავლების ხერხს და აუცილებლობა კი მათ იციან.
ირმა მუმლაძე - ,,ხევისბერი თუ კანონი". ძველი დროის ხევის კანონებსა და დღევანდელი
კანონების ერთმანეთან შედარებით ბავშვებს პროექტის დასასრულს ექნებათ კანონზე და მის
დაცვაზე მეტი ინფორმაცია.
ნატო ბლიაძე-- ,,ადამიანის უფლებები'' პროექტი საინტერესოდ იყო გაწერილი, თანამედროვეობასთან თანხვედრილი ეხმაურება აქტუალურ პრობლემას
ნანა გაბუნია--,,სივრცითი სხეულების მოცულობა'' პოექტი საინტერესო და აქტუალურია
თეა ბლიაძე-- ,,დასავლეთ საქართველოს ისტორიული ძეგლები პროექტი საინტერესო და აქტუალურია.
დიდი მადლობა ქალბატონო მანანა ასეთი კარგი, საინტერესო, ტრენინგისთვის. თქვენი დახმარებით ვისწავლე პროექტზე მუშაობა, რაც დამეხმარება კრედიტების დაგროვებაში.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment