Wednesday, September 10, 2014
მეცხრე დღე
კიდევ ერთხელ გადავხედეთ ტრეინინგზე შესწავლილ მასალასგადავამოწმეთ ყველა მომზადებული დოკუმენტი იყო თუ არა შესაბამისსაქაღალდეში განთავსებული. ყველა მონაწილემ წარადგინა მომზადებულიპროექტის პრეზენტაცია დაუსით ერთმანეთს შეკითხვები. წარვადგინეთ საკუთარი პროექტის პრეზენტაცია. მეცხრე დღე საინტერესო და საფუძვლიანი იყო. ძალიან მომეწონა ყველა მონაწილის გამოსვლა და მათი არჩეული თემების წარდგენა რაც ძალიან საინტერესო იყო.
მაია ბარბაქაძე-- პროექტი თემაზე ,, ელექტროენერგიის მიღება--ელექტროსადგურები'' პროექტი იყო საინტერესო, შინაარსობრივად დახვეწილი, საინტერესოდ განსახორციელებელი.
მაია ღარიშვილი - პროექტი ,,სამკურნალო მცენარეების გაცნობა გერმანელი ტურისტებისთვის და ქართველი საზოგადოებისთვის". მისი დამიშნულებაა გავეცნოთ უცნობი მცენარეების სამკურნალო თვისებებს და გავაცნოთ გერმანელ ( სხვა ქვეყნის) ტურისტებს.
ლოლა გელაშილი - ,,საქართველოს კუთხეები". მიზანია კუთხეების გაცნობა, რომელიც ალბათ ძალიან საინტერესო იქნება მოსწავლეებისათვის კუთხეებზე ინფორმაციის მოძიება, ლაშქრობები. ეს პროექტი მოსწავლეებისთვის იქნება საინტერესოდ და სახალისოდ განსახორციებელი.
ეკა ფანჯაკიძე - ,,გრიგოლ ხანძთელი და უბისის მონასტერი". მიზანია ბავშვებმა უფრო მეტი იცოდნენ გრიგოლ ხანძთელის მოღვაწეობის შესახებ უბისის მონასტერნთან დაკავშირებით. ისინი შეხვდებიან ისტორიკოსებს. ძალიან საინტერესო იქნება მათთვის დღევანდელი ცნობილი ისტორიკოსების მოსაზრებების მოსმენა ამ საკითხზე მოსწავლეებისთვის.
ხათუნა ცხელიშვილი - ,,კომფლიქტები და მათი მოგვარების მშვიდობიანი გზა" კომფლიქტების შესახებ ინფორმაციის მოძიება ალბათ არც ისე საინტერესოა, მაგრამ რადგან უნდა მოიძიენ ინფორმაციები და რომელიმე კომფლიქტის ინსცენირებაც უნდა გაითამაშონ სახალისო და დასაფიქრებელი იქნება მოსწავლეებისათვის და ალბათ ყოველთვის აარიდებენ თავს თვითონ კომფლიქტს.
დოდო ლილუაშილი - ,,ფართობი და საზომი ერთეულები" - მიზანია საზომი ერთეულების შესახებ მეტი ინფრომაციის მიღება. მნიშვნელოვანია ყველა ადამიანმა იცოდეს თუ როგორ უნდა გაზომონ და გამოთვალონ სხეულის ფართობები. მნიშვნელოვანი პროექტია მოსწავლეებისათის.
სოფიკო წიქარიშვილი - ,,მცენარეთა გამრავლება". მიზანია ბავშვებმა იცოდნენ როგორ მრავლდება მცენარეები. მნიშვნელოვანია სოფელში მცხოვრებმა ბავშვებმა მეტად იცოდნენ მცენარის გამრავლების ხერხს და აუცილებლობა კი მათ იციან.
ირმა მუმლაძე - ,,ხევისბერი თუ კანონი". ძველი დროის ხევის კანონებსა და დღევანდელი
კანონების ერთმანეთან შედარებით ბავშვებს პროექტის დასასრულს ექნებათ კანონზე და მის
დაცვაზე მეტი ინფორმაცია.
ნატო ბლიაძე-- ,,ადამიანის უფლებები'' პროექტი საინტერესოდ იყო გაწერილი, თანამედროვეობასთან თანხვედრილი ეხმაურება აქტუალურ პრობლემას
ნანა გაბუნია--,,სივრცითი სხეულების მოცულობა'' პოექტი საინტერესო და აქტუალურია
თეა ბლიაძე-- ,,დასავლეთ საქართველოს ისტორიული ძეგლები პროექტი საინტერესო და აქტუალურია.
დიდი მადლობა ქალბატონო მანანა ასეთი კარგი, საინტერესო, ტრენინგისთვის. თქვენი დახმარებით ვისწავლე პროექტზე მუშაობა, რაც დამეხმარება კრედიტების დაგროვებაში.
Tuesday, September 9, 2014
მერვე დღე
დღევანდელე დღე დავიწყეთ პროცედურების ჩასწორებით დღეს შექმენით ახალი გვერდები და დავდეთ გამოქვეყნებული კითხვარი. პორტფოლიოს ჩეკლისტით გადავამოწმეთ ჩვენი პორტფოლიო, ავტვირთეთ და გამოვაქვეყნეთ ჩვენს ბლოგზე. ვისწავლეთ როგორ ჩავასწოროთ პორტფოლიო. ასევე ვისწავლეთ კითხვერის დაწერა ინტერნეტში
გამოვაქვეყნეთ ბლოგზე ჩვენი პორტფოლიო. პროცედურები შესაბამისობაში მოვიყვანეთ სტანდარტთან, მიზნებთან და მიმართულების მიმცემ კითხვებთან და შეფასებებთან
ფასილიტაციისათვის შევქმენით კითხვარები გუგლფორმების გამოყენებით და დავდეთ ბლოგზე.
გამოვაქვეყნეთ ბლოგზე ჩვენი პორტფოლიო. პროცედურები შესაბამისობაში მოვიყვანეთ სტანდარტთან, მიზნებთან და მიმართულების მიმცემ კითხვებთან და შეფასებებთან
ფასილიტაციისათვის შევქმენით კითხვარები გუგლფორმების გამოყენებით და დავდეთ ბლოგზე.
Monday, September 8, 2014
მეშვიდე დღე
მეექვსე მოდულში გავეცანით მოსწავლეთა დიფერენცირებას. განვიხილეთ გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტი თეორია, მოსწავლეებისთვის შევქმენით პრეზენტაციის შაბლონი. თვითშეფასების ფორმა სხვადასხვა სწავლების ტიპის მოსწავლეებისთვის. ბლოგზე დავამატეთ ფეიჯი პროექტის პორტფოლიო . აცტვირთეთ დრაივში მოცემული მასალები გავეცანით ერთმანეთის პროექტის პროცედურებს.
Wednesday, September 3, 2014
TUESDAY, SEPTEMBER 2, 2014
მეხუთე დღე : გავაზიარეთ დრაივში პორტფოლიოს პრეზენტაცია, ერთმენეთის პრეზენტაციებს გავუკეთეთ კომენტარები. გავეცანით საავტორო უფლებების შესახებ პრეზენტაციას .ინტერნეტში მოვიძიეთ მასალები მოსწავლის ნიმუშისთვის. შვქმენით ჩვენი ნამუშევრების გამოყენებული ლიტერატურის დოკუმენტი. ჩავდექით მოსწავლის როლში და გავაკეთეთ პრეზენტაცია.
Subscribe to:
Posts (Atom)